ცენტრის მისია და ამოცანები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი. ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის
მისია და ამოცანები
მისია
ქვეყნის წინაშე არსებული სოციალურ-ეკონომიკურ-ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს რესურსული პოტენციალის კვლევა, საწარმოო ძალთა მდგრადი განვითარების რეგიონული და დარგობრივი ასპექტების ანალიზი და სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
ამოცანები
• საქართველოს ბუნებრივი რესურსების კვლევა – მისი პოტენციალის განსაზღვრა-შეფასება, რაოდენობრივი და თვისებრივი ცვლილებების დინამიკის შესწავლა.
• საქართველოს ადამიანური რესურსების რაოდენობრივი და სტრუქტურული პარამეტრების დინამიკის, დემოგრაფიული პოტენციალის კვლავწარმოების პრობლემების, შრომითი რესურსების ფორმირების თავისებურებათა და რესურსებით ეროვნული მეურნეობის უზრუნველყოფის საკითხების შესწავლა.
• ცენტრის მიერ წარმოებული კვლევის შედეგებისა და სხვა ობიექტური მონაცემების საფუძველზე ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსების მონაცემთა ბაზების შექმნა და პერმანენტული განახლება.
• ბუნებრივი და ადამიანური რესურსების გამოყენების არსებული მდგომარეობისა და პერსპექტივების შესწავლა, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების პრობლემების გათვალისწინებით, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე მისი ცალკეული მხარეების/რეგიონების მიხედვით, სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.
• დასახული ამოცანების წარმატებით გადაწყვეტის შედეგად ქვეყნის მთელი ტერიტორიის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, გარემოს დაცვისა და რაციონალური ბუნებათსარგებლობის უზრუნველყოფის საქმეში სახელმწიფო სტრატეგიის რეალიზაციის ხელშეწყობა, რაც საქართველოს კონსტიტუციის 31-ე და 37-ე მუხლებით სახელმწიფოს განსაკუთრებული ზრუნვის საგნადაა აღიარებული.