2024 წლის 14 მარტს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელმა ცენტრმა ამავე უნივერსიტეტის ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტთან ერთად ჩაატარა სემინარი თემაზე „მიწის რესურსების მართვის კონცეპტუალურ-მეთოდოლოგიური ასპექტები“. თემა გამოქვეყნებული იყო ცენტრის ჟურნალში „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი რესურსები“.
მომხსენებელი – სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სტუ-ის ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნოდარ ჭითანავა.
სემინარზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: მიწა, როგორც ბუნებრივი რესურსი, წარმოების ფაქტორი და მეურნეობრიობის (სამართლებრივი ურთიერთობების) ობიექტი; მიწის რესურსების მართვის თავისებურებანი; მიწის რეფორმა და მისი განხორციელების ლოგიკა; მიწა როგორც ბუნებრივი რესურსი წარმოების სხვა ძირითადი ფაქტორების ურთიერთქმედების სისტემაში; მიწის რეფორმის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები; მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენების სტრატეგია.
სემინარმა ჩაიარა მუშა, კონსტრუქციულ გარემოში.