ტურიზმოლოგია – მეცნიერება ტურიზმის შესახებ

ტურიზმოლოგია – მეცნიერება ტურიზმის შესახებ

2025 წლის 20 მაისს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საქართველოს ისტორიკოსთა კომიტეტის,  ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოებისა და ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების ცენტრის ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი  და განხილული იქნა ჩვენი ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, ეკონომიკის დოქტორის ბატონ ნოდარ გრძელიშვილის მონოგრაფია „ტურიზმოლოგია – მეცნიერება ტურიზმის შესახებ“, რომელიც 2024 წელს მომზადდა და სტუ-სა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიისა ერთობლივი ძალისხმევით.

სხდომა გახსნა განსახილველი სამეცნიერო ნაშრომის მთავარმა რედაქტორმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მონოგრაფიის შესახებ ვრცელი მოხსენება გააკეთა თავად ავტორმა, რომელმაც დამსწრე საზოგადებას გააცნო უახლესი სტატისტიკური მონაცემები მსოფლიო ტურიზმის შესახებ, ასევე მონოგრაფიის შინაარსი და მისი ძირითადი დებულებები, ისაუბრა ტურიზმოლოგიის, როგორც სამეცნიერო დარგის კვლევის ობიექტის კომპლექსურობაზე, მნიშვნელობასა და განვითარების პერსპექტივებზე საქართველოს სამეცნიერო სივრცეში.

პრეზენტაციამ წარმატებით ჩაიარა. ყველა გამომსვლელმა მაღალი შეფასება მისცა განხილულ მონოგრაფიას.