სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს შორის არსებული ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2024 წლის 4 დეკემბერს ჩატარდა სემინარი თემაზე „საქართველო 2024 – პრიორიტეტები და რესურსები“. მომხსენებელი: ცენტრის მიწის, წყლისა და ტყის რესურსების განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი გივი თალაკვაძე.