სემინარი თემაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოსექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები“.

სემინარი თემაზე “საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოსექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები“.

სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში 2025 წლის 20 იანვარს ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოება და ენერგოსექტორში არსებული ძირითადი გამოწვევები“. მომხსენებლები ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნ.მეცნ. დოქტორი, ქეთევან, ვეზირიშვილი-ნოზაძე და ვენტრის ენერგორესურსებისა და ეკოლოგიის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ტექნ.მეცნ. დოქტორი ნოდარ მირიანაშვილი. სემინარის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკის განხორციელებაში, კერძოდ შეისწავლონ ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები.