სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გარგლებში 2025 წლის 27 იანვარს ცენტრში ჩატარდა სემინარი თემაზე „მსოფლიო გამოცდილება და საქართველოს ეკონომიკაში კლასტერების ფორმირებისა და ფუნქციონირების ძირითადი მიმართულებები“. მომხსენებლები ცენტრის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, გელა ლობჯანიძე. სემინარის მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სტუდენტებს პროფესიული პრაქტიკის განხორციელებაში, კერძოდ შეისწავლონ ქვეყნის ბუნებრივი და ადამიანური რესურსები, არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და პერსპექტივები.