2024 წლის 17 სექტემბერს სტუ-ის ი.ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრისა და სტუ-ის ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის ერთობლივი ინიციატივით გაიმართა სამეცნიერო სემინარი თემაზე „ციფრული ეკონომიკა ყველასათვის“ (მომხსენებელი ეკონომიკის დოქტორი დავით ქარდავა).
სემინარს ესწრებოდნენ: სტუ-ის სამეცნიერო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ტმდ, პროფესორი მიხეილ ჯანიკაშვილი, ნიკო მუსხელიშვილის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ვახტანგ კვარაცხელია, ინსტიტუტი ტექინფორმის ირექტორის მოადგილე, პროფესორი მარინა რაზმაძე, ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის სწავლული მდივანი გიორგი მუმლაძე, ეკონომისტი დავით გალეგაშვილი, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი მაია მშვილდაძე, ბიზნესმენი დავით მორჩილაძე, ცენტრის მეცნიერ-თანამშერომლები და სხვ.
გალერეა