სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სტუ-ის ი.ჟორდანიას სახელობის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელ ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე დაგეგმილი სტუდენტთა პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში 2024 წლის 20 ნოემბერს ცენტრში ჩატარდა დაგეგმილ სემინართა ციკლის პირველი სემინარი თემაზე „საქართველოს მიწის რესურსები (არსებული მდგომარეობა)“. მომხსენებელი – ცენტრის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ბატონი ნოდარ ჭითანავა.
სემინარების მიზანია სტუდენტები გაეცნონ ჩვენი ქვეყნის ბუნებრივ და ადამიანურ რესურსებს, მათი გამოყენების არსებულ მდგომარეობას, აღნიშნულ სფეროში არსებულ გამოწვევებსა და პერსპექტივებს.
სემინარს უძღვებოდა ცენტრის დირექტორი, ტ.მ.დ., პროფესორი ზურაბ ლომსაძე. ესწრებოდნენ სოხუმის სახ. უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი მურმან კვარაცხელია, უნივერსიტეტის სტუდენტები და ცენტრის თანამშრომლები.