გივი თალაკვაძე
ფიზიკა-მათემატიკის დოქტორი,
ი,ჟორდანიას სახ. საქართველოს საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი ცენტრის განყოფილების გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი,
სტუ გამოყენებითი ანალიტიკის და პროგნოსტიკის ცენტრის ხელმძღვანელი,
კონტაქტი: 577 401 003; givitala@yahoo.com
„სამხრეთი კავკასიის ტექნოლოგიური ალიანსის“ შესახებ
ანოტაცია
მიზანშეწონილია საქართველო გამოვიდეს თვისობრივად ახალი ინიციატივით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე მიმდინარე და მომავალი გამოწვევების წარმატებით გადაჭრას, მისი ეკონომიკური და რეპუტაციული პოტენციალის შემდგომ ამაღლებას. ამ ინიციატივის საფუძველია საქართველოს ინტეგრალური რესურსები და მისი მდგრადი განვითარების პოტენციალი, რომელიც იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ მაღალია, რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მათი ათვისებისა და გამოყენების ხარისხი – არასაკმარისია. სამხრეთი კავკასიის ტექნოლოგიური ალიანსი იგეგმება როგორც გამოყენებითი პროფილის სტრუქტურა, რომლის საბოლოო პროდუქტი იქნება სამხრეთი კავკასიის მაღალმოთხოვნადი, უნიკალური რესურსული შესაძლებლობების საფუძველზე შემუშავებული მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე მწარმოებლური ეკონომიკის რენტაბელური პროექტები. მსოფლიოში დაწყებულია გლობალური ინოვაციური სისტემების „ინოვაციური პრაგმატიზმის“ სივრცეში გადანაცვლება. „ინოვაციების“ მიმდინარე მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი ხდება არა მხოლოდ პროგრესი და სიახლე, არამედ განვითარების მოცემული ეტაპისათვის ოპტიმალური რეჟიმების, წესებისა და პრაგმატიზმის გარდაუვალი და ეფექტიანი სიმბიოზი.
საკვანძო სიტყვები
სამხრეთი კავკასია, ინოვაციური პრაგმატიზმი, ტექნოლოგიური ალიანსი, ახალი გლობალური რეჟიმები, ინტეგრალური რესურსები, ახალი ინოვაციური სივრცე.
გლობალური მასშტაბის პროცესებისა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკური და ეკონომიკური კონსტრუქციების დაგეგმვის პირობებში, ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების საქართველოსადმი მკაფიოდ გამოხატული მხარდაჭერის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია საქართველო გამოვიდეს თვისობრივად ახალი ინიციატივით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის წინაშე მიმდინარე და მომავალი გამოწვევების წარმატებით გადაჭრას, მისი ეკონომიკური და რეპუტაციული პოტენციალის შემდგომ ამაღლებას.
წლების განმავლობაში, დაწყებული ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან, აქტიურად მკვიდრდებოდა აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო არის ღვინის, ჩაის და ციტრუსების მწარმოებელი მცირერესურსიანი ქვეყანა, აზერბაიჯანის სამრეწველო სექტორი შემოიფარგლებოდა ქიმიური მრეწველობითა და აგრარული წარმოებით, ხოლო სომხეთის – სამთო და კვების მრეწველობის დარგებით.
სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის მოპოვებისა და მსოფლიო ეკონომიკაში ინტეგრაციული პროცესების დაწყებიდან მცირე ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ რეალობა ამ ქვეყნებში სულ სხვაა.
საქართველოს ინტეგრალური რესურსები და მდგრადი განვითარების პოტენციალი საკმაოდ მაღალია, მაგრამ რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამო, მათი ათვისებისა და გამოყენების ხარისხი – არასაკმარისია.
ინტეგრალური რესურსებისადმი თვისობრივად ახალი მიდგომების განხორციელება, ხელს შეუწყობს მკაფიოდ გამოხატულ მთავარ სტრატეგიულ მიზანს – ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობისა და მისი მოსახლეობის ცხოვრების დონისა და ხარისხის არსებით გაუმჯობესებას.
ამ ამოცანის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას შესძლებს „სამხრეთი კავკასიის ტექნოლოგიური ალიანსის“ დაფუძნება, რომლის ანალოგი რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არ არსებობს.
ალიანსი იგეგმება როგორც გამოყენებითი პროფილის სტრუქტურა, რომლის საბოლოო პროდუქტი იქნება საქართველოს და მისი მეზობელი ქვეყნების რესურსული შესაძლებლობების საფუძველზე შემუშავებული მაღალი საინვესტიციო პოტენციალის მქონე მწარმოებლური ეკონომიკის რენტაბელური პროექტები.
აღსანიშნავია ისიც, რომ შემუშავების აქტიურ სტადიაზეა საქართველოს რეგიონების ინტეგრალური რესურსების გამოყენების ეფექტიანობის ამღლების რიგი პროექტები.
ასეთი სამუშაოების განხორციელება, მათი მასშტაბის, ფორმატისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასურველია მიმდინარეობდეს მაღალი რანგისა და პოტენციალის სისტემის პატრონაჟით.
ალიანსის მოღვაწეობის პირველი ეტაპის სამუშაო მიმართულებებად შეიძლება მიჩნეულ იქნას შემდეგი სფეროები:
– სამხრეთი კავკასიის პრიორიტეტები;
– სამხრეთი კავკასიის ინტეგრალური რესურსები;
– რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტები;
– საუნივერსიტეტო დიპლომატიის განვითარება;
– ცოდნის ტრანსფერი აკადემიური ცენტრებიდან ბიზნესში;
– გარემოსდაცვითი პროექტების განვითარება;
– ენერგეტიკის ინოვაციური პროექტები;
– აგრო–ტექნოლოგიური ეკოსისტემები და პროექტები;
– ინდუსტრიულ – ტექნოლოგიური კლასტერების ჩამოყალიბება;
– ხელოვნური ინტელექტის სისტემების განვითარება;
– კომუნიკაციური ტექნოლოგიების განვითარება;
– კეთილშობილი და იშვიათი მეტალების მოპოვება და დამუშავება;
– ნავთობის და გაზის მოპოვება, შენახვა და დამუშავება;
– მთიანი რეგიონების განვითარების ინოვაციური პროექტები;
– სასათბურე კომპლექსების განვითარება;
– ორგანო – მინერალური სასუქების წარმოება;
– მერქნის დამუშავება და მერქნული პროდუქციის წარმოება; –
– სამშენებლო და მოსაპირკეთებელი მასალების დამუშავება;
– აკვარესურსების კომპლექსის შექმნა და განვითარება;
– სარეაბილიტაციო – სამკურნალო კომპლექსების განვითარება;
– სამხრეთი კავკასიის საერთაშორისო საინვესტიციო ფონდის ჩამოყალიბება.
დასახელებული მიმართულებები განვითარების მიმდინარე ეტაპისთვისაა დამახასიათებელია და, ამავე დროს, იმის მაუწყებელია, რომ დაიწყო გლობალური ინოვაციური სისტემების „ინოვაციური პრაგმატიზმის“ სივრცეში გადანაცვლება.
„ინოვაციური პრაგმატიზმი“ შეიძლება მიიჩნიოთ ტრადიციული პრაგმატიზმის კონცეფციის – ნებისმიერი ტიპის (არა მხოლოდ მატერიალურის) სარგებლის მიღება თანამედროვე კონსტრუქციად, ოღონდ განვითარების მიმდინარე ეტაპისთვის კონკრეტული რეგიონისა თუ ქვეყნის დამახასიათებელი და დომინანტური (ინოვაციური) მდგენელების გავლენებისა და როლის გათვალისწინებით.
ინოვაციური პრაგმატიზმის ერთ-ერთი კონკრეტული გამოხატულებაა მწარმოებლური და ლოგისტიკური ნაკადების პრევალირება ე.წ. წმინდა პოლიტიკურ ინტერესებზე. პროდუქცია და მომსახურება ვექტორული სიდიდეებია და ვექტორის მიმართულება არა მოძველებული (არაეფექტიანი) პოლიტიკურ ინტერესებით, არამედ მხოლოდ რეალური შედეგების, ინტეგრალური მოგების სიდიდით განისაზღვრება.
ასეთი დასკვნის საფუძვლად გამოდგება, თუნდაც, საერთაშორისო საინვესტიციო მეგასისტემის „ბლექ როქ“-ის (Bleak Rock) ზე-წარმატებული საქმიანობა.
„ინოვაციური სისტემები“ ან „ინოვაციური ეკოსისტემები“ არ ნიშნავს მხოლოდ ახალი ინოვაციური გარემოსდაცვითი ტექნოლოგიებით ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას – ეს არის მიმდინარე და მომავალი მოვლენებისა და პრაქტიკულად განხორციელებადი სამოქმედო პროგრამების შემუშავებისა და რეალიზების ახალი გააზრება.
რაც შეეხება ინოვაციური ეკოსისტემების კლასიფიკაციის საკითხს: მიგვაჩნია რომ იგი ითხოვს უფრო ღრმა გააზრებასა და შემუშავებას. მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემოვიღოთ შემდეგი ცნებები:
- გლობალურ ინოვაციური ეკოსისტემა
- რეგიონული ინოვაციური ეკოსისტემა
- ლოკალური ინოვაციური ეკოსისტემა
- პარციალური ინოვაციური ეკოსისტემა
პირველი მოიცავს დედამიწისეულ ელემენტებს – ატმოსფერო, ნიადაგი, ჰაერი, წიაღისეული, სატყეო, ჰიდრო და სელეტიბური რესურსები, საზოგადოება და მისი განვითარების ზოგადი კანონზომიერებანი, ადამიანის პრაქტიკული საქმიანობა.
მეორე მოიცავს იგივეს – ოღონდ, კონკრეტული რეგიონის მასშტაბში და მხოლოდ ამ რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით და ამ თავისებურებათა გათვალისწინებას ადამიანის პრაქტიკულ საქმიანობაში.
მესამე მოიცავს აგრარულ, ინდუსტრიულ, აგრო-ინდუსტრიულ ერთობლიობებს – კლასტერებს, ურბანულ და პროვინციულ კონგლომერატებს, ისტორიულ-კულტურულ და ეთნიკურ მახასიათებელთა სიმრავლეს, გარემოსდაცვით და ადგილობრივი ინტეგრალური რესურსების მართვის მოდელებს.
მეოთხე მოიცავს კონკრეტულ დარგთან დაკავშირებულ ობიექტურად არსებულ მოცემულობასა და მის მიმდინარე მდგომარეობას, გლობალური მოვლენებისა და პროცესების მასზე ზემოქმედებებისა და გავლენების გათვალისწინებით, ყოველი ცალკე აღებული პარციალური ეკოსისტემის სხვა პარციალურ ეკოსისტემებთან ურთიერთქმედებებისა და ურთიერთგანპირობებულობების არსის, სტრუქტურების და მექანიზმების ანალიზს.
დღეს საზოგადოება იმყოფება „ინოვაციური ეკოსისტემების“ ჩარჩოებში, მის მიერ შემოსაზღვრულ საზღვრებში, თუმცა ჩვენი პრაქტიკული საქმიანობა, ჩვენი მოქმედებები ჯერ კიდევ არ შეესაბამება „ინოვაციური ეკოსისტემების“ ძირითად დღის წესრიგსა და პრინციპებს.
გასათვალისწინებელია, რომ პრაგმატიზმის ინოვაციურობა ჩამოყალიბდა არა როგორც ინოვაცია მისი ტრადიციული და კლასიკური გაგებით, არამედ როგორც განვითარების მოცემული ეტაპისათვის მაქსიმალურად ოპტიმალური რეჟიმის დამკვიდრება, რაც გულისხმობს ინტეგრალური, ხელშესახები მიღწევებისა და მოგების მაქსიმალიზაციასთან დაკავშირებული პირობების უზრუნველყოფას.
ამდენად, „ინოვაცია“ არა მხოლოდ პროგრესი და სიახლეა, არამედ განვითარების მოცემული ეტაპისათვის ოპტიმალური რეჟიმების, წესებისა და პრაგმატიზმის გარდაუვალი სიმბიოზია.
მთავარი კი ის არის, რომ ასეთი ვითარება გლობალურ ეკონომიკაში და შესაბამისად, პოლიტიკაში დომინირებული გახდა.
გამოყენებული ლიტერატურა:
- გივი თალაკვაძე. „30 წელი. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მეოთხე ათწლეულის ზღურბლზე“. „ნეკერი“, 75 გვ. თბილისი, 2020 .
- გივი თალაკვაძე, იოსებ არჩვაძე „საქართველოს ინტეგრალური რესურსები“, „მწიგნობარი“, 546 გვ. თბილისი, 2023.
- ზ. ლომსაძე, ნ. ჭითანავა, ო. ფარესიშვილი, გ. თალაკვაძე და სხვ, „საქართველოს ბუნებრივი რესურსები“, 485 გვ, 2023.
- გივი თალაკვაძე
„ინტეგრალური რესურსების მართვის ოპტიმიზაცია – ქვეყნის მდგრადი
განვითარების ძირითადი პირობა“, ჟურნალი „საქართველოს საწარმოო ძალები და
ბუნებრივი რესურსები“, 1(2), გვ.54-64, 2022.
- გივი თალაკვაძე
„ინტეგრალური რესურსების უნივერსალური კლასიფიკაცია – ახალი ხედვები და
მიდგომები“, ჟურნალი „საქართველოს საწარმოო ძალები და ბუნებრივი
რესურსები“, 1(2), გვ.64-73, 2022.
- გივი თალაკვაძე, გიორგი თალაკვაძე
„სარესურსო პოტენციალის ნეოინდუსტრიული პარადიგმა“,
ჟურნალი „ეკონომიკური პროფილი“, №1, ტომი 18, გვ. 6-72, 2023.
- გივი თალაკვაძე, პაატა კოღუაშვილი
„ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირება და მისი კავშირი გლობალური ინტეგრალური რესურსების პოტენციალთან“ „ეკონომიკა და ბიზნესი“, №1-2, 2023.
- Гиви Талаквадзе. «Социальные, экономические и мировоззренческие последствия Пандемии Covid-19”. Мультидисциплинарный международный научный журнал “Science of Europe”, Vol.3, №60, с.с. 44-50. 2020.
- გივი თალაკვაძე, გიორგი თალაკვაძე
„ინოვაციური პრაგმატიზმი – მიმდინარე ეტაპის გლობალური ეკოსისტემების განვითარების ძირითადი ფაქტორი“, საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია, სოხუმის სახ. უნივერსიტეტი, შრომათა კრებული, გვ. 62-68, 2024.
- პაატა კოღუაშვილი, იოსებ არჩვაძე, გივი თალაკვაძე
„მარადიული ქართული სოფელი“, „მერიდიანი“, 251 გვ. თბილისი, 2024.
About “South Caucasus Technological Alliance”.
Abstract
It is appropriate for Georgia to come up with a qualitatively new initiative, which will contribute to successfully solving the current and future challenges facing the country, further raising its economic and reputational potential. The basis of this initiative is the integral resources of Georgia and its sustainable development potential, which is quite high, but due to a number of objective and subjective reasons, the degree of utilization and use of Georgia’s resources is insufficient. The South Caucasus Technology Alliance is planned as an applied profile structure, the final product of which will be profitable projects of the productive economy with high investment potential developed on the basis of the highly demanded unique resource capabilities of the South Caucasus. The shift of global innovation systems to the space of “innovative pragmatism” has begun. The current main determining factor of “innovation” is not only progress and novelty, but also the inevitable and effective symbiosis of optimal regimes and rules and pragmatism for a given stage of development.
Keywords
South Caucasus, innovative pragmatism, technological alliance, new global regimes, integral resources, new innovative space.